აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

ჯანმრთელობა გლობალურ სამყაროში

გუშინ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის თაოსნობით ზუმ პლატფორმაზე გაიმართა ექიმთა და მეცნიერთა საერთაშორისო ონლაინ შეხვედრა და დისკუსია მრგვალ მაგიდასთან თემაზე „ჯანმრთელობა გლობალურ სამყაროში: საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ჯანდაცვის პოლიტიკისა და ბიოეთიკის განზომილებები“.

1

შესავალი სიტყვა წარმოთქვა და მრგვალ მაგიდას გაუძღვა თამარ მეფის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი, არქიმანდრიტი ადამ ვახტანგ ახალაძე.

დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს პროფესორმა თამარ მეგრელიშვილმა (საქართველო, თსსუ, თამარიუნი),  საქართველოს სამედიცინო სპეციალობების ასოციაციის პრეზიდენტმა პროფესორმა გიორგი ჩახავამ (საქართველო, თამარიუნი), მედიცინის დოქტორმა პაატა სარიამ (გერმანია, რურის უნივერსიტეტი, ქ. ჰერნეს მარიენ ჰოსპიტალი), პროფესორმა რიმა ბერიაშვილმა (საქართველო, თსსუ), მედიცინის დოქტორმა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრმა გიორგი ფხაკაძემ (საქართველო-საფრანგეთი, დავით ტვილდიანის უნივერსიტეტი, GAVI), პროფესორმა გიორგი ჩახუნაშვილმა (საქართველო, თამარიუნი),  ქიმიურ მეცნიერებათა დოქტორმა ნატალი მეგრელიშვილმა (ისრაელი, მაღალი ტექნოლოგიების წარმოება „ოფირ-ოპტრონიკა“), მედიცინის დოქტორმა ზურაბ უტიაშვილმა (საქართველო, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილინი კლინიკური საავდმყოფოს დირექტორი), პროფესორმა გიორგი წილოსანმა (საქართველო,თამარიუნი), ბიოლოგიის დოქტორმა მანანა ჟურულმა (საქართველო, თამარიუნი), მედიცინის დოქტორმა, ჯანდაცვის ექსპერტმა მაკა ბულეიშვილმა (საქართველო) და სხვებმა.

მონაწილეებმა ისაუბრეს თანამედროვე ჯანდაცვის ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, როგორებიცაა ექიმ-პაციენტის ურთიერთობათა მოდელების სახეცვლილებანი და ჯანმრთელობასთან დაკაშირებული ქცევითი მოდელები; შიდსი/აივ ინფექცია, ტუბერკულოზი, კოვიდ პანდემია და სხვა ინფექციური სნეულებანი; სამედიცინო ტურიზმი და ტელემედიცინა; საგანმანათლებლო-შემეცნებითი მოღვაწეობა და ცრუ ინფორმაციის პრევენცია; მოსახლეობის დაბერება და სხვა დემოგრაფიული პროცესები; მოწყვლადი ჯგუფებისთვის (შშმ პირები, დევნილები, მიგრანტები, განსაკუთრებული საჭიროების ბავშვები და მოხუცები, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, ოკუპირებულ ტეერიტორიებზე მცხოვრებნი...) სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისა და  თანაბრობის უზრუნველყოფა; საექთნო საქმე; შინმოვლა; ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია; ბიოტექნოლოგიების, ფარმაცევტიკის, პერინატოლოგიის ბიოეთიკა; ჯანსაღი ცხოვრების  წესი; ბიზნესი და ჯანმრთელობის დაცვა; ადამიანის უფლებები ჯანდაცვის სფეროში; სიცოცხლის უფლება და ბიოპოლიტიკა და სხვ.

2

3

4

5

6

Created by Joomla.ge