საერთაშორისო ლიტერატურული სამეცნიერო კონფერენციის გახსნა
დღეს დილით 10 საათზე გაიხსნა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტისა და სახელმწიფო ენის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული მეცნიერთა და სტუდენტთა ერთობლივი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „მე–20 საუკუნის მეორე ნახევრის ქართული ლიტერატურული პროცესი. პროზა.“
კონფერენცია გახსნა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა არქიმანდრიტმა ადამ ვახტანგ ახალაძემ.
კონფერენციის მონაწილეებსა და სტუმრებს სიტყვით მიმართა სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, პროფესორმა გიორგი ალიბეგაშვილმა.
კონფერენციის სტუმრებსა და მონაწილეებს მიესალმნენ: „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ პრეზიდენტი, ნიდერლანდებში ქართული კულტურის ცენტრის დამფუძნებელი თიკა სვანიძე-ვენკო, ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის სამეცნიერო-საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის უფროსი თინათინ ბოლქვაძე, ფილოლოგიის დოქტორი, დუზჯეს უნივერსიტეტის (თურქეთი) კავკასიის ენებისა და კულტურის განყოფილებისა და ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულების ასოცირებული პროფესორი შორენა ლომაია, პალერმოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (იტალია) ფილოსოფიის მაგისტრი, მთარგმნელი, მწერალი რუსუდან ჟორჟოლიანი.