სამეცნიერო კონფერენციას თემაზე: თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის საკითხები.
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტი და სახელმწიფო ენის დეპარტამენტი 2021 წლის 11 თებერვალს გამართავენ სტუდენტ ბაკალავრთა და მოსწავლეთა ერობლივ სამეცნიერო კონფერენციას თემაზე: თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის საკითხები.
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის, სხვა აკრედიტებული უნივერსიტეტების სტუდენტ ბაკალავრებს, ასევე ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს.
კონფერენცია მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
ქართული სალიტერატურო ენის ნორმალიზაცია
ბარბარიზმების მოძალების პრობლემა
ახალი სიტყვები და შესიტყვებანი
ახალი სამეცნიერო დისციპლინების ტერმინოლოგია
სამართლებრივი დოკუმენტების ენა
სალიტერატურო ნორმა და მხატვრული ნაწარმოებების ენა
........................................................................................................
კონფერენციის რეგლამენტი:
მოხსენება - 15 წუთი; დისკუსია 10 წუთი.
თეზისების გაფორმების წესი:
- თავფურცელი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
- მოხსენების სათაური;
- უნივერსიტეტი, ფაკულტეტი, კურსი, პროგრამა, სამეცნიერო ხელმძღვანელის სახელი და გვარი;
- სკოლა, კლასი, მასწავლებლის სახელი და გვარი;
- შრიფტი: silfaen
- ზომა:12
- ინტერვალი:1,5
- თეზისების მოცულობა: არაუმეტეს 300 სიტყვისა;
თეზისებს თან უნდა ახლდეს სამეცნიერო ხელმძღვანელის წერილობითი რეკომენდაცია;
გთხოვთ მონაწილეობის მსურველებმა 2021 წლის 17 იანვრამდე გამოაგზავნოთ თეზისები და ხელმძღვანელის რეკომენდაცია ქვემოთ მითითებულ ელექტრონულ მისამართებზე.
თეზისები განსახილველად გადაეცემა კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტს. მოხსენების პროგრამაში ჩართვის თაობაზე გეცნობებათ 2021 წლის 31 იანვრამდე.
კონფერენციის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ღონიძიებებში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი და შერჩეული მოხსენებები გამოქვეყნდება უნივერსიტეტის შრომების კრებულში.
საკონტაქტო პირი : ბელა სარია ტელ.: 599115744 ელ-ფოსტა:
ზალიშვილი ბორისი ტელ.: 593743852 ელ-ფოსტა: