„უმრწემესი ცისფერყანწელი – ყველაზე უფრო ლექსის ოსტატი“
შალვა კარმელი – 120
20 დეკემბერს თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის ლიტერატურულმა სალონმა „მირკანი“ გამართა ქართველი პოეტის შალვა კარმელის დაბადებიდან 120 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო. ღონისძიებას ესწრებოდნენ ქართული ლიტერატურული და ფართო საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლები, შალვა კარმელის ნათესავები, სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები, პროფესორ–მასწავლებლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
საღამო შესავალი სიტყვით გახსნა პროფესორმა გია სულაბერიძემ. „უმრწემესი ცისფერყანწელი – ყველაზე უფრო ლექსის ოსტატი“ – ამგვარად დასათაურებული ჩანაწერებით პოეტის შესახებ მსმენელთა წინაშე წარსდგა მამა ადამი: „დიდი პასუხისმგებლობაა ამ რანგის პოეტზე საუბარი, ჩვენ ახლა მის სულს ვესაუბრებით. დაე, თავად იყოს იგი თავისსავე სამყაროში საუკეთესო მეგზური “.
შალვა კარმელის შემოქმედებაზე უაღრესად საინტერესოდ ისაუბრეს პროფესორმა გურამ ბენაშვილმა, ლიტერატორმა ნინო ხოფერიამ, გერმანისტმა ნინო ბაქანიძემ, პროფესორმა სალომე კაპანაძემ, პროფესორმა მანანა ჯაოშვილმა.
შალვა კარმელის ლექსების თარგმანები რუსულ ენაზე წაიკითხა ბატონმა ივანე მენთეშაშვილმა.
თამარ მეფის უნივერსიტეტის სტუდენტებმა: ნიკა ნინიაშვილმა, ჯაბა ჩანქსელიანმა, გიორგი ჯიჯიაშვილმა, ნინო ჭელიძემ, მარიამ კიკალიშვილმა, ნინო ტიტვინიძემ, ბელა მენაბდიშვილმა, ანუკი ღავძაძემ, ანა ნუცუბიძემ, მარეხ კვაჭანტირაძემ, მარიამ ჩალიგავამ წაიკითხეს პოეტის ლექსები.
გოგიაშვილების ოჯახის სახელით საზოგადოებას სიტყვით მიმართა და მადლობა გადაუხადა ქალბატონმა ანა ახოიშვილმა.