საქართველოს საპატრიარქოს
წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის
რექტორი, კანცლერი, ადმინისტრაცია, თანამშრომლები,
პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები
ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ
ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორის, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის, შალვა ამირანაშვილის სახელობის
ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ოქროს ფონდის კურატორის – ჩვენი ეროვნული საგანძურის მცველის, ცნობილი
საზოგადო მოღვაწის,
ელენე კავლელაშვილის
გარდაცვალების გამო
და სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებს, მეგობრებს..