მრგვალი მაგიდა :კინო და ეკლესია: დიალოგის პრობლემები“
20 ოქტომბერს ქ. ბათუმში შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში ჩატარდა საერთაშორისო მრგვალი მაგიდა თემაზე – „კინო და ეკლესია:დიალოგის პრობლემები“. ღონისძიება გაიმართა მართლმადიდებლური ფილმების VI საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში აჭარის განათლების, სპორტისა და კულტურის სამინისტროს და ბათუმის მერიის მხარდაჭერით.
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი, არქიმანდრიტი ადამი მიწვეულ იქნა მრგვალი მაგიდის მთავარ მონაწილედ. საერთაშორისო სემინარის თავმჯდომარე და კოორდინატორი გახლდათ ქალბატონი ლატავრა დულარიძე – კინომცოდნე და კრიტიკოსი, ქრისტიანული კინოასოციაციის პრეზიდენტი; მთავარი წევრები: ისაია (ჭანტურია), ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი; დიმიტრი (შიოლაშვილი), ბათუმისა და ლაზეთისა მიტროპოლიტი, ჩრდ. ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტი, საქართველოს საპატრიარქოს საინფორმაციო სამსახურის თავმჯდომარე; დეკანოზი იოსებ ზეთეიშვილი (ჟიურის წევრი, ლიტვა); ეჟი ლუბახი – კინორეჟისორი, სცენარისტი, მწერალი (ჟიურის თავმჯდომარე, პოლონეთი); ბუბა კუდავა, ისტორიკოსი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი (ჟიურის წევრი); კინორეჟისორები: ლევან თუთბერიძე, მარინა კერესელიძე (კინომემკვიდრეობის დაცვის ასოციაციის პრეზიდენტი); თამარ დულარიძე (ჟიურის წევრი); რამაზ ხოტივარი.
მრგვალი მაგიდის მუშაობის მსვლელობაში კინორჟისორებმა, დრამატურგებმა, სცენარისტებმა, და სასულიერო პირებმა იმსჯელეს მართლმადიდებლური ფილმების მნიშვნელობაზე, გაიმართა მსჯელობა და დისკუსიები მართლმადიდებლური კინოინდუსტრიის განვითარების საკითხებზე. შეჯამდა წლის განმავლობაში გაწეული მუშაობა.
ფესტივალი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა კურთხევითა და უშუალო პატრონაჟით გაიმართა და მიეძღვნა სვეტიცხოვლის აშენებიდან 1 700 და განახლებიდან მეათასე წლისთავს.