მისი გზა მეცნიერებასა და რელიგიაში
რუბრიკით „პირველწყაროდან“ ( «Из первых уст» ) თბილისში გამომავალი საზოგადოებრივ–მხატვრული ჟურნალის „რუსკი კლუბის“ («Русский клуб») მე–8 ნომერი (2013) აქვეყნებს ინტერვიუს არქიმანდრიტ ადამ ახალაძესთან სათაურით „გზა მეცნიერებასა და რელიგიაში’’.
ცნობილ ჟურნალისტსა და მუსიკათმცოდნე მარია კირაკოსოვასთან დიალოგში მამა ადამი თვალს ავლებს განვლილი ცხოვრების ქრონოლოგიას და აღწერს თავის გზას ღვთის რწმენისა და მსახურებისაკენ ისტორიულ რეალიებთან, მედიცინასთან, მეცნიერებასთან , პოეზიასთან და ხელოვნებასთან უწყვეტ კავშირში. სტატიას ლეიტმოტივად გასდევს აზრი: „ადამიანის უნარი, გამოხატოს საკუთარი თავი მუსიკაში, პოეზიაში, ფერწერაში –არის ადამიანში ღვთის ხატების ერთ–ერთი გამოვლინება“.
დაინტერესებულ მკითხველს შეუძლია გაეცნოს ინტერვიუს ჟურნალის ელექტრონული ვერსიის საშუალებით.