ათი დღე რობერტ ადართან ოცი წლის შემდეგ
მწერალთა სახლში გაიმართა ისრაელში მოღვაწე მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ნუგზარ ჯანაშვილის წიგნის „ოცი წლის შემდეგ“ და მწერალ ნოდარ კობერიძის წიგნის – "ათი დღე რობერტ ადართან" წარდგინება.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სპეციალურად ამ დღისთვის ისრაელიდან ჩამოსული სტუმრები და ქართული საზოგადოების წარმომადგენლები. საღამოზე სიტყვით გამოვიდნენ ჩვენი უნივერსიტეტის რექტორი არქიმანდრიტი ადამი და საქმისწარმოებისა და საინფორმაციო უზრუნველყოფის სამსახურის კოორდინატორი, ირინე ბიბილეიშვილი.
წიგნში „ათი დღე რობერტ ადართან“ დაბეჭდილია ირინე ბიბილეიშვილის ინტერვიუ: „რა მოხდა საქართველოს მწერალთა სახლში?“, რომელშიც მოთხრობილია ქართველ ებრაელთა პოეზიის ანთოლოგიის წარდგინებისა და ქართულ-ებრაულ ურთიერობათა სხვა საინტერესო საკითხების თაობაზე.