ჩვენი უნივერსიტეტის რექტორი განათლების მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად აირჩიეს
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, არქიმანდრიტი ადამ ვახტანგ ახალაძე საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის სხდომაზე, რომელიც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა, აკადემიის ნამდვილ წევრად – აკადემიკოსად აირჩიეს.
აკადემიის სხდომა, პრეზიდიუმის სრული შემადგენლობით და წევრთა უმრავლესობით გაიმართა. მამა ადამის კანდიდატურას აკადემიის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.