ღია კარის დღე „ისრაელის სახლში“
ისრაელის სახელმწიფოს დაარსების 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით „ისრაელის სახლში“ 19 აპრილს ღია კარის დღე გაიმართა.
კონსულტაციებს ისრაელში განათლების, შრომითი დასაქმებისა და სხვა აქტუალურ საკითხებზე უძღვებოდა ისრაელის ბიზნესპალატის თავმჯდომარე და „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელი ბატონი იციკ მოშე.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს საპატრიარქოს თამარ მეფის უნივერსიტეტის სტუდენტები.
შეხვედრა დისკუსიით დასრულდა.