აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

საჯარო ლექცია თემაზე:
ბიოეთიკა – თანამედროვეობის რეალიები და დილემები

2016 წლის 19 აპრილს უნივერსიტეტში ჩატარდა მორიგი საჯარო ლექცია თემაზე:  ბიოეთიკა – თანამედროვეობის რეალიები და დილემები, ბიოეთიკური განზომილება.  ლექცია წაიკითხა უნივერსიტეტის რექტორმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, არქიმანდრიტმა ადამმა (ახალაძე) და მას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ–მასწავლებლები.მამა ადამი სტუდენტებს ესაუბრა ბიოეთიკაზე, როგორც მომავლის მეცნიერებაზე; თემებზე, რომელსაც შეისწავლის და იკვლევს ეს დარგი, გააკეთა მცირე ისტორიული ექსკურსი და განიხილა ბიოეთიკის ინსტიტუციონალიზაციის ზოგიერთი ასპექტი; მოკლედ მიმოიხილა უნივერსიტეტში მიმდინარე სამეცნიერო კვლევები ზემოთაღნიშნულ სფეროში და მათი  სამომავლო პერსპექტივები.

ლექცია სიდკუსიით დასრულდა.

საჯარო ლექცია ჩატარდა ღონისძიებათა ციკლიდან „რექტორის საათი“, რომლის ფორმატშიც სტუდენტებისთვის არაერთი საინტერესო თემატიკის შეხვედრა–სემინარი და ლექცია ჩატარდა არქიმანდრიტი ადამის მიერ.

საჯარო ლექცია სრულად ჩაიწერა საპატრიარქოს ტელევიზია  „ერთსულოვნება“–მ, რათა საზოგადოების უფრო ფართო ფენებს ჰქონდეს საშუალება გაეცნონ თანამედროვე საზოგადოების ბიოეთიკური პრობლემების არსს და შეიმეცნონ, თუ რაოდენ დიდია ბიოეთიკის როლი ადამიანის მაღალი მორალურ–ზნეობრივი ფასეულობების ფორმირებაში.

Created by Joomla.ge