შეხვედრა სტუდენტებთან
19 მარტს უნივერსიტეტში შედგა რექტორის, პროფესორ–მასწავლებლების, ადმინისტრაციის წარმომადგენლებისა და სტუდენტების შეხვედრა.
ღონისძიება კლასიკური მუსიკის ფონზე წარიმართა. უნივერსიტეტის რექტორი, არქიმანდრიტი ადამი სტუდენტებს ესაუბრა ნიჭისა და ტალანტის მამომჟღავნების შესაძლებლობებზე მუსიკაში, პოეზიასა და ზოგადად ხელოვნებაში; მოუთხრო მათ თანამედროვე ქართველი შემსრულებლების, ვალერიან შიუკაშვილის (ფორტეპიანო), ეროვნული სიმებიანი კვარტეტის შემოქმედებაზე. გაიხსენა ცნობილი ადამიანები, ისაუბრა დიდი ქართველი მეცნიერისა და პედაგოგის, აკადემიკოს თამარ დეკანოსიძის შესახებ. „იკითხეთ გამოჩენილ ადამიანთა ცხოვრების ამსახველი ლიტერატურა“ – მიმართა მან სტუდენტებს.
პოეტი და ცნობილი საზოგადო მოღვაწე, ემზარ კვიტაიშვილი სტუდენტებს ესაუბრა ლიტერატურის როლზე ადამიანის სულიერი ფორმირების საკითხში და წაუკითხა საკუთარი ლექსები.
სტუდენტებს სიტყვით მიმართეს პედაგოგებმა:ელენე კავლელიშვილმა, ჯული შოშიაშვილმა, მაკრინე უშიკიშვილმა, გიორგი წილოსანმა. მათ ისაუბრეს ასეთი შეხვედრების მნიშვნელობაზე და მადლობა გადაუხადეს მამა ადამს შეხვედრის ესოდენ საინტერესო ფორმატისათვის.
დასასრულ მამა ადამმა უპასუხა სტუდენტთა შეკითხვებს, დალოცა და წარმატებები უსურვა მათ.