აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

სამედიცინო სამართალი და ბიოეთიკა: საერთაშორისო კონგრესის თემები

    ჩვენი უნივერსიტეტის რექტორმა არქიმანდრიტმა ადამმა მონაწილეობა მიიღო კიევში ა. წ. 19–22 აპრილს გამართულ საერთაშორისო კონგრესში, რომელიც სამედიცინო და ფარმაცევტული სამართლის, ბიოეთიკისა და სოციალური პოლიტიკის აქტუალურ საკითხებს მიეძღვნა. კონგრესის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდნენ 19 ქვეყნის წარმომადგენლები – სამედიცინო სამართლისა და ბიოეთიკის აღიარებული სპეციალისტები.

news 19-22.04.2012 (1)news 19-22.04.2012 (2)

    საორგანიზაციო კომიტეტის თხოვნით მამა ადამმა წარმოადგინა ორი მოხსენება. 19 აპრილს გამართულ პლენარულ სხდომაზე იგი წარსდგა მოხსენებით „ბიოეთიკური ანთროპოლოგიის კონცეფცია და სუროგატული ოჯახური პარადიგმა“, ხოლო 20 აპრილს ასევე პლენარულ სხდომაზე წაიკითხა კიდევ ერთი მოხსენება – „თანამედროვე ხელოვნური რეპროდუქციული ტექნოლოგიების ეთიკური პრობლემები“.

news 19-22.04.2012 (6)

Created by Joomla.ge