„სიჭაბუკე და ლექსი ერთია“
აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრი აცხადებს დათა გულუას ხსოვნისადმი მიძღვნილ კონკურსს – „სიჭაბუკე და ლექსი ერთია“.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია 15-დან 30 წლამდე ასაკის საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს;
თითოეულ კონკურსანტს შეუძლია წარმოადგინოს არაუმეტეს 3 გამოუქვეყნებელი ლექსისა (თემატიკა განუსაზღვრელია) 2018 წლის 15 აპრილამდე საორგანიზაციო კომიტეტში (მისამართზე: თბილისი, შავიშვილის ქ. #21, მე-2 სართული, სსიპ სულიერებისა და კულტურის ცენტრი, საკონტაქტო ტელეფონი – 032 231 51 30, ელფოსტა:
უნდა გამოიგზავნოს ნაწარმოები, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მხოლოდ ავტორის ფსევდონიმი. ცალკე კონვერტით კი იმავე ფსევდონიმით – ავტორის მოკლე ბიოგრაფია, ფოტოსურათი, მისამართი და ტელეფონი. კონკურსი დახურულია და გამარჯვებულის ვინაობას საორგანიზაციო კომიტეტი ასაჯაროებს მხოლოდ ჟიურის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
გამარჯვებულთათვის დაწესებულია აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის პრემია – ლაურეატის წოდება და ფულადი ჯილდო.
ცენტრის საპრემიო ფონდი შეადგენს 1000.00 (ათას) ლარს.
პირველი პრემია — 500 ლარი;
მეორე პრემია — 300 ლარი;
მესამე პრემია — 200 ლარი.
ცენტრის გარდა, ერთ ჯილდოს აწესებს დათა გულუას ოჯახი – დათა გულუასადმი მიძღვნილი ლექსისათვის;
წამახალისებელი სპეციალური პრიზები დაწესებულია საქართველოს მწერალთა ეროვნული კავშირის (3 პრიზი პატრიოტულ თემატიკაზე), წმ. თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის, საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის, საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტების, აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის, „კონკორდ“ ჯგუფის, მიხეილ ახალაძის ფონდ „მამაშვილობის“ მიერ.
კონკურსზე დაშვებულ ყველა ნაწარმოებს ჟიური აფასებს. შეფასებები არ ქვეყნდება და კონკურსის მონაწილეებს არ ეგზავნებათ;
კონკურსში გამარჯვებული ავტორი ვალდებულია, მონაწილეობა მიიღოს საორგანიზაციო კომიტეტის მიერ დაგეგმილ საჯარო ღონისძიებებში.
საჯარო ღონისძიებაში მონაწილე წარმატებული ავტორი დაჯილდოვდება სპეციალური პრიზით „მაყურებლის რჩეული“, რომელიც გამოვლინდება ღონისძიების ბოლოს.
კონკურსში გამარჯვებული ნაწარმოებები გამოქვეყნდება აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის საინფორმაციო ბიულეტენსა და სხვა ბეჭდვით ორგანოებში.