აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

     2011 წლის 17 მაისს უნივერსიტეტის დიდ საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა კონფერენცია თემაზე „ფსიქოთერაპიული პრობლემები და ეკლესიური სწავლება“, რომელშიც მონაწილეობას 

 იღებდნენ ფსიქიკური ჯანმრთელობის, ფსიქორეაბილიტაციისა და ფსიქოთერაპიის მეოთხე კურსის თორმეტი სტუდენტი.

    

         

   

კონფერენცია კონკურსის ფორმატში წარიმართა. კონკურსის პირველი ტურიდან შეირჩა ექვსი და გადავიდნენ მეორე ტურში. მესამე ტურში მონაწილეობა გააგრძელა ოთხმა მონაწილემ: თამარ დემეტრაშვილმა, ნინო მამუჩაშვილმა, ვიქტორია კიკალიამ და მაია მელიქიძემ; მათ ასევე პასუხი გასცეს აუდიტორიის მიერ დასმულ შეკითხვებს. მესამე ტურის ბოლოს ჟიურიმ საუკეთესოდ მიიჩნია თამარ დემეტრაშვილის მოხსენება თემაზე „ნევროზული რეგისტრის აშლილობანი და მისი ეკლესიურ–მსოფლმხედველობრივი ასპექტები“.

     ჟიურის შემადგენლობაში ბრძანდებოდნენ უნივერსიტეტის პროფესორ–მასწავლებლები: 

       

რევაზ კორინთელი, გრიგოლ სულაბერიძე, რეზო ჭუმბურიძე და მარინე კურატაშვილი.

     კონფერენცია შეაჯამა უნივერსიტეტის რექტორმა არქიმანდრიტმა ადამმა და სტუდენტებს წარმატება უსურვა.

 

Created by Joomla.ge