ჩვენს ლიტერატურულ სალონს თამარწმინდამ უმასპინძლა
კვირას, 17 მარტს თამარ მეფის უნივერსიტეტის ლიტერატურულ სალონს, რომელსაც "მირკანი" ერთი წლის წინ – დაარსებისთანავე დაერქვა, – უმასპინძლა შინდისის წმიდა თამარ მეფის სახელობის დედათა მონასტერმა (თამარწმინდამ).
ერთი წლის სალონმა გამსვლელი შეკრება დაუკავშირა მამა ადამის ახალი წიგნის გამოსვლას.
შეხვედრა გახსნა პროფესორმა გია სულაბერიძემ. მასვე მიჰყავდა ღონისძიება.
პროზაულ კრებულზე ისაუბრეს ლიტერატურის კრიტიკოსებმა, წიგნის რედაქტორებმა მარინე ტურავამ და სალომე კაპანაძემ.
დასმულ შეკითხვებს უპასუხა ავტორმა. მან გაიხსენა თავისი წიგნების გამოცემასთან დაკავშირებული საინტერესო ფაქტები და მოვლენები, ისაუბრა სიტყვაკაზმული მწერლობის მისიაზე კაცობრიობის გადარჩენაში.
მოსაზრებები გამოთქვეს ელენე სალარიძემ, ვერა ბაზიარმა, ნაილი ასანიძემ, ქეთევან დოლიძემ.