აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

სტუდენტური ცხოვრება და სასწავლო პროცესის  გამოწვევები  COVID-19-ის პანდემიის პირობებში 

სტუდენტთა მსოფლიო დღე  ჩვენს ქვეყანაში COVID-19-ის პანდემიის პირობებში საგანგებო ვითარებაში აღინიშნება. ვირუსმა 115-ზე მეტი ქვეყანა დააზარალა. მას შემდეგ კი, რაც  ინფექციის გავრცელების  მეორე ტალღა დაიწყო, მსოფლიო მასშტაბით გადაიდო ახალგაზრდული, სპორტული, კულტურული აქტივობები. მსოფლიო კოორდინირებულად მუშაობს, რათა ერთიანი ძალ;ისხმევით გაუმკლავდეს ამ გამოწვევას.

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტი   სასწავლო-სამეცნიერო და  შემეცნებით პროცესებს  გეგმავს და ახორციელებს რეალობიდან გამომდინარე, არსებული მაღალი რისკების გათვალისწინებით. 

სტუდენტთა მსოფლიო დღის  აღსანიშნავად  წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტი  17 ნოემბერს დღის 14:00 საათზე სტუდენთთა და აკადემიური პერსონალის მონაწილეობით ატარებს კონფერენციას - „სტუდენტური ცხოვრება და სასწავლო პროცესის  გამოწვევები  COVID-19-ის პანდემიის პირობებში“.

ონლაიონკონფერენცია ჩატარდება ზუმის აპლიკაციის მეშვეობით.

შეხვედრაზე დასწრებისთვის საჭირო ლინკი  გამოიგზავნება 2020 წლის 17 ნოემბერს მონაწილის მიერ მითითებულ ელ. ფოსტაზე.

თუ თქვენ გსურთ 5-წუთიანი მოხსენებით წარსდგეთ კონფერენციის მონაწილეთა წინაშე, გთხოვთ მოგვწეროთ თქვენი სახელი და გვარი და საკითხი, რაომელსაც გააცნობთ კონფერენციის მონაწილეებს.

Created by Joomla.ge