აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

"იმიტომ, რომ სახლია შენი" ქართულ–ამერიკულ უნივერსიტეტში

1

ქართულ- ამერიკული უნივერსიტეტის ჰუმანიტარული მეცნიერებებისა და ლიბერალური განათლების ფაკულტეტმა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის მხარდაჭერით მოაწყო შეხვედრა პროზაული ტექსტების ახლახანს გამოცემული კრებულის "იმიტომ, რომ სახლია შენის" (გამომცემლობა „მირკანი“, თბილისი, 2019) ავტორთან მამა ადამ ახალაძესთან.

2

შეხვედრა გახსნა ფაკულტეტის დეკანმა ქალბატონმა რუსუდან ციციშვილმა. შესავალი სიტყვა წარმოთქვა პროფესორმა თამარ ვაშაკიძემ.

დასახელებული წიგნის სხვადასხვა ტექსტები განიხილეს და შეაფასეს სტუდენტებმა: სანდრო ჩემინავამ, ნათია ტყემალაძემ, სალომე შველიძემ. 

სიტყვით გამოვიდა მამა ადამი. მანვე უპასუხა დამსწრეთა მრავალრიცხოვან შეკითხვებს. 

4

Created by Joomla.ge