აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

სასესიო პერიოდი დაიწყო

     საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტში 2014 წლის 16 იანვრიდან სასესიო პერიოდი დაიწყო. წინასწარ შედგენილი საგამოცდო ცხრილის მიხედვით ძირითადი სესიები 17თებერვლამდე გასტანს.

     სასესიო პერიოდის დადგომას განსაკუთრებული ინტერესით პირველკურსელები ელოდებოდნენ.

     პირველ საგამოცდო სესიებზე მაღალი შეფასებები დაიმსახურეს : მედიცინის ფაკულტეტზე - ირმა დოლიძემ, ქეთევან თავაძემ, მარიამ ლობჯანიძემ, თამარ ჯავახიშვილმა, ხოლო სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე-მარიამ ორაგველიძემ, ჟანა შენგელიამ, ნუციკო ბერიძემ, ლადო ალანიამ, ლევან გაბელაიამ, თამუნა ელბაქიძემ მარიამ ვარადაშვილმა, მარიამ ლაზაშვილმა.

     სასესიო პერიოდი გრძელდება . გამოცდებს წარმატებით აბარებენ მაღალკურსელებიც. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია წარმატებებს უსურვებს ყველა სტუდენტს.

Created by Joomla.ge