„დედა ენის დღე“ უნივერსიტეტში
2013 წლის 15 აპრილს დედაენის დღესთან დაკავშირებით უნივერსიტეტში ჩატარდა მრგვალი მაგიდა თემაზე: „ქართული საგანმანათლებლო სივრცის მოდერნიზაციის პერსპექტივები“. ღონისძიებაში მონაწილეობას ღებულობდნენ უნივერსიტეტის რექტორი, არქიმანდრიტი ადამი, ადმინისტრაციის წარმომადგენელნი, პროფესორ მასწავლებლები, სტუდენტები.
შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა. მრგვალი მაგიდის წევრებმა ისაუბრეს თანამედროვე ქართული საგანმანათლებლო სისტემის განვითარების ასპექტებსა და გამოწვევებზე, ასევე, სტუდენტების როლზე თანამედროვე ტექნოლოგიების ქართული მოდელების იმპლემენტაციაში.
ადმინისტრაციის მხრიდან წარმოდგენილ იქნა 2013 წლის უახლესი ტექნოლოგიები, რომლებიც ქართულ ენაზე შეიქმნა სპეციალურად საგანმანათლებლო სისტემისათვის და მიზნად ისახავს განათლების ხარისხის ამაღლებას, სტუდენტის საპრეზენტაციო უნარ–ჩვევების გაუმჯობესებასა და საჭირო ინფრომაციის მოპოვების გამარტივებას.
დაიგეგმა წარდგენენილი ქართული პროგრამების დანერგვა და აპრობაცია კომპიუტერულ რესურს ცენტრში, რომელიც გამოსაცდელი ვადით იმუშავებს სატესტო რეჟიმში და ითვლისწინებს ინტერაქტიული ვიდეოკონფერენციების, პრაქტიკული და საპრეზენტაციო სესიების გამართვას.
შეხვედრის ბოლოს უნივერსიტეტის რექტორმა, არქიმანდრიტმა ადამმა დედა ენის დღესთან დაკავშირებით ჩაატარა წმიდა თამარ მეფის სავედრებელი პარაკლისი, მადლობა გადაუხადა მრგვალი მაგიდის მონაწილეებსა და საპატიო სტუმრებს საინტერესო დიალოგისთვის და საჩუქრად გადასცა წმიდა თამარ მეფის ხატები.