საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტი 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის მობილობას აცხადებს.
იმ სტუდენტებს, რომლებიც მობილობის წესით გადმოსვლისას არჩევანს გააკეთებენ და გადაწყვეტენ, სწავლა განაგრძონ საქართველოს საპატრიარქოს წმინდათამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტში, უმაღლესი სასწავლებლის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით მიეცემათ უპრეცედენტო შეღავათები სწავლის ქირის გადახდაში.
2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მობილობის წესით ჩასარიცხი სტუდენტების ვაკანტური ადგილები:
საბაკალავრო პროგრამები:
საექთნო საქმე - 6 ადგილი. სწავლის ღირებულება 1000 ლარი (ნაცვლად 2200–ისა).
ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია - 6 ადგილი. სწავლის ღირებულება 1200 ლარი (ნაცვლად 2250–ისა).
საზოგადოებრივი ჯანდაცვა - 6 ადგილი. სწავლის ღირებულება 1200 ლარი (ნაცვლად 2250–ისა).
ფარმაცია - 6 ადგილი. სწავლის ღირებულება 1300 ლარი (ნაცვლად 2250–ისა).
ფსიქოლოგია - 8 ადგილი. სწავლის ღირებულება 1300 ლარი (ნაცვლად 2250–ისა).
სამაგისტრო პროგრამები:
თურქეთისმცოდნეობა (რეგიონთმცოდნეობა, ქვეყნისმცოდნეობა) - 3 ადგილი. სწავლის ღირებულება 1500 ლარი (ნაცვლად 2400–ისა).
საზოგადოებრივი ჯანმრთელობა, ჯანდაცვის პოლიტიკა და ბიოეთიკა – 3 ადგილი. სწავლისღირებულება 1500 ლარი (ნაცვლად 2400–ისა).
ფარმაციის მენეჯმენტი - 3 ადგილი. სწავლის ღირებულება 1300 ლარი (ნაცვლად 2400–ისა).
ბიოფარმაცია - 3 ადგილი. სწავლის ღირებულება 1300 ლარი (ნაცვლად 2400-ისა).
2019 – 2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მობილობის პროცესის ადმინისტრირების ვადები:
- მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია (საბუთების მიღება) – 2020 წლის 7-13 თებერვალი
- კრედიტების აღიარების კომისიის მუშაობა და დასკვნების მომზადება – 2020 წლის 7-14 თებერვალი
- სტუდენტების ინფორმირება აღიარებული კრედიტების თაობაზე და მათი თანხმობის/უარის წერილობითი დადასტურება – 2020 წლის 8-17 თებერვალი
- მობილობის ფარგლებში მობილობის წესით ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მოსამზადებლად – 2020 წლის 18 თებერვალი
- მობილობის ფარგლებში გადმოყვანის წესით ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება და წარდგენა მართვის სისტემაში – 2020 წლის 20 თებერვალი
მობილობის წესით გადმოსვლის მსურველთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:
- განცხადება (ივსება ადგილზე);
- სრული ზოგადი/უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისთვის);
- სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის (ჩარიცხვის ბრძანება, სტატუსის შეჩერება, აღდგენა და სხვ.) ასლი ან მისი ამონაწერი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოწმებული); მაგისტრანტებისათვის – ინფორმაცია საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარებული ტესტის ტიპის შესახებ;
- სტუდენტის სასწავლო ბარათის ასლი ან მისი ამონაწერი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოწმებული);
- სახელმწიფო/სოციალური გრანტის მქონე სტუდენტებმა ცენტრის მიერ გაცემული ცნობა გრანტის გადმოტანის შესაძლებლობის, ოდენობის (ლარში) და დაფინანსების პერიოდის მითითებით.
- უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების (არსებობის შემთხვევაში) ცენტრის მიერ აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი.
მისამართი: ქ. თბილისი. დ.უზნაძის ქ. 68. ტელ; 599 75 70 46 გია სულაბერიძე