ჰუმანიტარული გამომცემლობის „Дух i Лiтера”-ს დირექტორი,
დოქტორი კონსტანტინ სიგოვი სტუმრად უნივერსიტეტში
14 ივნისს თამარ მეფის უნივერსიტეტის რექტორმა არქიმანდრიტმა ადამ ახალაძემ უმანსპინძლა უკრაინული ჰუმანიტარული გამომცემლობის „დუხ ი ლიტერას (Дух i Лiтера)” დირექტორს, დოქტორ კონსტანტინ სიგოვს.
მამა ადამმა სტუმარს დაათვალიერებინა უნივერსიტეტის შენობა, გააცნო მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, მათ შორის საგამომცემლო საქმიანობა და „მირკანის“ ბიოგრაფია.
ბატონმა სიგოვმა მამა ადამს უსახსოვრა „დუხ ი ლიტერას“ წიგნები, გააცნო ამ გამომცემლობის ძირითადი ინტერესები და შესთავაზა თანამშრომლობა.
უახლოეს ხანებში მხარეები მოამზადებენ მემორანდუმის ტექსტებს და დაიწყებენ პირველ ერთობლივ გამოცემაზე მუშაობას.