ვიზიტი ასაფ აროფეს საუნივერსიტეტო კლინიკაში
2016 წლის 14 ივნისს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლობა ოფიციალური ვიზიტით სტუმრად იმყოფებოდა ასაფ აროფეს საუნივერისტეტო კლინიკაში. უნივერსიტეტის საქმისწარმოების სამსახურის ხელმძღვანელი, ქალბატონი ირინე ბიბილეიშვილი შეხვდა კლინიკის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და რამდენიმე სამეცნიერო მიმართულების ხელმღვანელს. შეხვედრა საქმიანი ფორმატით წარიმართა.
ებრაელმა კოლეგებმა სტუმარს გაცნობითი ხასიათის ექსკურსია ჩაუტარეს კამპუსის ტერიტორიაზე, დაათვალიერებინეს: საუნივერსიტეტო კლინიკის სასწავლო ბაზა, რამდენიმე კლინიკური განყოფილება (უროლოგია, ინტენსიური თერაპია, კარდიოლოგია და ა. შ.), დიაგნოსტიკური ცენტრი – ბირთვულ რეზონანსული დიაგნოსტიკის ბლოკი; გააცნეს კლინიკის ადმინისტრირებისა და ფუნქციონირების ახალი მოდელი, რომელიც შემუშავებულია ამერიკელ პარტნიორებთან ერთად და ითვალისწინებს აკადემიური და პრაქტიკული სამედიცინო საქმიანობის ცენტალიზებულ კოორდინირებას თელავივის უნივერსიტეტთან.
დასასრულ კოლეგებმა ისაუბრეს თანამშრომლობის შემდგომ პერსპექტივებზე, ამასთანავე, დაიგეგმა ერთობლივი ღონისძიებები თამარ მეფის უნივერსიტეტისა და ასაფ აროფეს საუნივერსიტეტო კლინიკის თანამონაწილეობით.
სამედიცინო ცენტრი ასაფ აროფე სიდიდით მეოთხე კლინიკაა ისრაელში და პირველი შფელის ოლქში (სამხრეთ ისრაელი). მასში დასაქმებულია დაახლოებით 3400 ექიმი. იგი წარმოადგენს თელავივის უნივერსიტეტის სეკლერის სახელობის მედიცინის ფაკულტეტის კლინიკურ–სამეცნიერო ბაზას.