14 ივნისს შედგა საფრანგეთის მედიცინის ნაციონა–ლური აკადემიის პროფესორის, ქალბატონი მარი–ოდილ რეთორესა და საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის უნივერსიტეტის რექტორის, არქიმანდრიტი ადამის საქმიანი შეხვედრა. მეცნიე–რებმა იმსჯელეს თანამედროვე გენური მედიცინის მიღწევებსა და მასთან დაკავშირებულ ბიოეთიკურ საკითხზე, როგორიცაა: სუროგა–ტული დედობა, მემკვიდრული დაავადებები, აბორტი, პრენატა–ლური და პრეინპლანტაციური დიაგნოსტიკა და ა.შ. გაუზიარეს ერთმანეთს გამოცდილება და საკუთარი მოსაზრებები ესოდენ მნიშვნელოვანი პრობლემების გარშემო.
პროფესორი მარი–ოდილ რეთორე პაპის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრია. იგი ჟერომ ლეჟენის ინსტი–ტუტის სამეცნიერო დირექტორია მედიცინის დარგში. მისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ის კვლევები, რომელიც უნივერსიტეტში ბიოეთიკის მიმარ–თულებით მიმდინარეობს არქიმანდრიტი ადამის ხელმ–ძღვანელობით. საუბრისას, ქალბატონმა მარი–ოდილმა გაიხსენა თავისი სამეცნიერო მუშაობის პირველი ნაბიჯები, რომელიც ათწლეულების წინ გადადგა მსოფლიო მნიშვნე–ლობის მეცნიერის, ჟერომ ლეჟენის ხელმძღვანელობითა და მასთან თანამშრომლობით.
ქალბატონი მარი–ოდილ რეთორესა და უნივერსიტეტის რექტორის ინიციატივით დაისახა სამომავლო ურთერ–თობის პერსპექტივები სამეცნიერო მუშაობის მიმართუ–ლებით. დაიგეგმა ერთობლივი საერთაშორისო სიმპოზიუმი ბიოეთიკის თანამადროვე პრობლემატიკაზე.
შეხვედრის ბოლოს გაიმართა მეგობრული ვახშამი, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ საქართველოს საპატრიარქოს, წმიდა თამარ მეფის უნივერსიტეტისა და ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციის წარმომადგენლები.