აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

მილანის უნივერსიტეტის
წარმომადგენელთა ვიზიტი

     2013 წლის 14 მარტს უნივერსიტეტს სტუმრად ეწვია მილანის კათოლიკური უნივერსიტეტის მორალური თეოლოგიის პროფესორი ქალბატონ ელენე კოლედი და საქართველოში კათოლიკე ეკლესიის სამოციქულო ადმინისტრაციის ეპისკოპოსი ჯუზეპე პასოტო თანმხლებ პირებთან ერთად.

     დელეგაცია შეხვდა სასწავლებლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და პროფესორ–მასწავლებლებს. უნივერსიტეტის რექტორმა, არქიმანდრიტმა ადამმა სტუმრებს გააცნო არსებული სასწავლო მოდელის სპეციფიკა – საღვთისმეტყველო და საერო დისციპლინების ერთობლივი მოდულები, სასწავლებლის განვითარების სტრატეგიული გეგმა და პერსპექტივები. ქალბატონმა ელენე კოლედიმ და არქიმანდრიტმა ადამმა ისაუბრეს ზოგიერთ ბიოეთიკურ საკითხზე: სოციალურ, სამართლებრივ, სამედიცინო ჭრილში განიხილეს დღეს საზოგადოებისათვის აქტუალური პრობლემები – ევთანაზია, სუროგატული დედობა, აბორტი, თანდაყოლილი დაავადებები და ა.შ.

news 14.03.3013 2 (1)

     ვიზიტის დასასრულს საქმიანი სადილი გაიმართა. არქიმანდრიტმა ადამმა სტუმრებს გადასცა სპეციალური საჩუქრები.

     უნივერსიტეტების წარმომადგენლები შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობის მასშტაბებსა და პესრპექტივებზე, დაგეგმეს ერთობლივი ღონისძიებების ფორმატები.

Created by Joomla.ge