აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

მამა ადამი ისევ „ერთსულოვნების“ არხზე გადაცემაში „გვპასუხობს მოძღვარი“

ხუთშაბათს, უფლის მირქმის დღესასწაულის წინა საღამოს, საპატრიარქოს სატელევიზიო არხ „ერთსულოვნების“ გადაცემა „გვპასუხობს მოძღვარი“ მასპინძლობდა საქართველოს საპატრიარქოს ჯანდაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარეს, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის რექტორს, იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის წინამღვარს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს არქიმანდრიტ ადამ ახალაძეს.

ertsulovneba

“გვპასუხობს მოძღვარი” არის გადაცემა, რომელიც საშუალებას აძლევს მაყურებელს, დაუსვას მისთვის საინტერესო კითხვა მოძღვარს პირდაპირ ეთერში და მიიღოს პასუხი. გადაცემის წამყვანია გუგა მგალობლიშვილი, პროდიუსერი – ცირა ცანავა.

დაწყებისთანავე მამა ადამმა ტელემაყურებელს მიულოცა უფლისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს მირქმა-მიგებების დღესასწაული. 

სასაუბრო თემები გახლდათ: რა არის რწმენა? როგორ უნდა დავიწყოთ ეკლესიური ცხოვრება? რა არის სასოწარკვეთილება და მისი მიზეზები? რით დავეხმაროთ ნარკოტიკული ნივთიერებების მომხმარებლებს? როგორი უნდა იყოს ჩვენი დამოკიდებულება ვაქცინაციის მიმართ? რამ შეიძლება დააბრკოლოს ქრისტიანი ზიარების დროს?  

მამა ადამმა უპასუხა მაყურებელთა მრავალრიცხოვან შეკითხვებს.

Created by Joomla.ge