სტოკჰოლმის უნივერსიტეტის წარმომადგენელთა ვიზიტი
2013 წლის 14 თებერვალს უნივერსიტეტს სტუმრად ეწვია ეკონომიკის დოქტორი ქალბატონი ულრიკა შოდერლენდი თანმხლებ პირებთან ერთად. ქალბატონი ულრიკა შეხვდა უნივერსიტეტის რექტორს, არქიმანდრიტ ადამსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს. საქმიან შეხვედრაზე ისაუბრეს მომავალი თანამშრომლობის მიმართულებებზე, ზოგიერთ ორგანიზაციულ საკითხზე. სტუმარი დაინტერესდა უნივერსიტეტში დამკვიდრებული სასწავლო მოდელის სპეციფიკით: საღვთისმეტყველო და საერო დისციპლინების ერთობლივი მოდულებით განსაკუთებით ტრადიციული მედიცინისა და ფარმაციის ფაკულტეტზე, ქართული მართლმადიდებლური საეკლესიო და ეროვნული (ეთნოლოგიური) ტრადიციებით და თავისებურებებით.
ქალბატონი ულრიკა შოდერლენდი სტოკჰოლმის უნივერსიტეტში მოღვაწეობს და გარდა ეკონომიკისა, მისი მეცნიერული კვლევა თეოლოგიურ, ეთნოლოგიურ საკითხებსაც (კერძოდ, სუფრულ ადათს, მარხვის კულტურას, კულინარიას, კვებით დანამატებს, ფიტოთერაპიას) მოიცავს.
დასასრულ უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა დაგეგმეს მომავალი თანამშრომლობის მასშტაბები.