აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

უნივერსიტეტმა ეპისკოპოს რომანოზს უმასპინძლა

     2013 წლის 14 იანვარს უნივერსიტეტს სტუმრად ეწვია იაკუტიისა და ლენის ეპისკოპოსი რომანოზი (ლუკინი) თანმხლებ პირებთან ერთად.

     მეუფე რომანოზი უნივერსიტეტის რექტორს, არქიმან-დრიტ ადამს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, პროფესორ–მასწავლებლებსა და სტუდენტებს შეხვდა, შობა–ახალი წელი მიულოცა და დალოცვისას საჩუქრად ხატები გადასცა.

     „თქვენო მაღალღირსებავ, ყოვლადპატიოსანო მამაო ადამ, კეთილმსახურო პედაგოგებო, ღვთისმოყვარე სტუდენტებო! ახალი, 2013 წლის პირველ დღეს უფალს ვავედრებ თქვენს ALMA MATER–ს. ვხარობ იმით, რომ იმყოფებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II–ს ომოფორის ქვეშ. გისურვებთ ქრისტესმიერ სიყვარულს და ულევ სასოებას ქრისტე ღმერთისადმი. წმიდა თამარ მეფის შეწევნით იყავით მშვიდნი და ბედნიერნი,“ – განაცხადა მან.

news 14.01.2013 (1)

     შემდეგ დელეგაციის წევრებმა უნივერსიტეტი დაა-თვალიერეს; მოინახულეს ღირსმოწამე გრიგოლ ფერაძის სახელობის კაბინეტი, საკონფერენციო და სასწავლო აუდიტორიები და ლაბორატორიები.

     მამა ადამმა მეუფე რომანოზს მოუთხრო საუნივერსი-ტეტო საქმიანობისა და სასწავლო პროცესის შესახებ. მეუფე დაინტერესდა საღვთისმეტყველო და ჰუმანიტარული საგნების სწავლებით. ისაუბრეს სამომავლო გეგმებსა და თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

news 14.01.2013 (3) news 14.01.2013 (2)

     არქიმანდრიტმა ადამმა სტუმარს გააცნო წარმომა-დგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილება მეუფე რომანოზის უნივერსიტეტის მეგობართა საბჭოში არჩევის შესახებ. ეპისკოპოსმა რომანოზმა სამადლობელი სიტყვა წარმოთქვა.

     მანამდე კი, 12 იანვარს მეუფე რომანოზმა მონაწილეობა მიიღო თბილისის იოანე ღვთისმეტყველის ტაძარში აღსრულებულ საღმრთო ლიტურგიაში. ამ ტაძარში იგი 2 წლის განმავლობაში მსახურებდა ეპისკოპოსად დადგენამდე.

Created by Joomla.ge