აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

სამეცნიერო სემინარი:
ბიოეთიკის ქრისტიანული ასპექტები

     2013 წლის 13 მარტს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა სამეცნიერო სემინარი თემაზე: ბიოეთიკის ქრისტიანული ასპექტები. საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი, არქიმანდრიტი ადამი საზოგადოების წინაშე წარსდგა მოხსენებით: ბიოეთიკა: საკრალური და სეკულარული განზომილებანი.

news 13.03.2013 (2)

     სამეცნიერო სემინარი ჩატარდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან არსებული ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრისა და მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ორგანიზებით. მასზე მიწვეულნი იყვნენ უმაღლესი იერარქიის სასულიერო პირები, მეცნიერები, ჩვენი უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პროფესორ–მასწავლებლები და სტუდენტები.

news 13.03.2013 (1)

     ღონისძიება გაიმართა უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით დაფუძნებული მუდმივმოქმედი სამეცნიერო სემინარის – “ეროვნული თვითმყოფადობა საკაცობრიო ღირებულებების კონტექსტში”– ფარგლებში და მიეძღვნა უწმიდესის აღსაყდრებიდან 35 და დაბადებიდან 80 წლისთავს.

Created by Joomla.ge