აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

ჟურნალი "კარიბჭე" 10 წლისაა!

     არქიმანდრიტი ადამი (ახალაძე):

     „კარიბჭეს“ საეკლესიო ცხოვრების ამსახველ მედიაში სავსებით გამორჩეული და თვითმყოფადი ადგილი უჭირავს, რაც მაღალ პროფესიონალიზმთან შერწყმული მისი გულღიაობით, სითბოთი და მკითხველისადმი სიყვარულითაა განპირობებული. ჟურნალმა მართლაც მცირე დროში მოახერხა ძალიან ბევრის გაკეთება. ალბათ ძალიან ცოტა თემაა დარჩენილი, რომელზედაც აქ არ დაწერილა.

     ვისურვებდი, „კარიბჭის“ ფურცლებზე კვლავაც წარმოჩინდეს ღვთაებრივი და საკაცობრიო ფასეულობანი, ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობა, ღვთის ცოცხალი რწმენის მაგალითები, ჩვენი ქვეყნისა და ერის მომავალზე დაფიქრებულ მამულიშვილთა ღვაწლი და ნააზრევი, ჩვენი საზოგადოების მიერ გადასადგმელი ნაბიჯები კულტურის, მეცნიერების, ფილოსოფიის, ლიტერატურისა და ხელოვნების აღორძინების გზაზე... მივცეთ ამ ყველაფერს ფართო გასაქანი!

     კიდევ ერთხელ ვულოცავ ჟურნალ „კარიბჭეს“ იუბილეს! ვუსურვებ შემოქმედებითი ადამიანებით სავსე რედაქციას და სათნოებებით, სიყვარულით, რწმენითა და სასოებით დაჯილდოებულ ერთგულ მკითხველს!

წარმატებები დაგაბერტყოთ ზეცამ!

იხარეთ!

Created by Joomla.ge