საშობაო ნაძვის ხე
ჩვენი უნივერსიტეტის ჰოლში უკვე აკიაფდა პირველი ნაძვის ხე, რომელსაც გვერდს
საოცრად კეთილი და ხალისიანი თოვლის ბაბუები უმშვენებენ...
საშობაო ნაძვის ხეს ხომ შემიძლია გავანდო ყველაფერი!
ამიტომაც ყოველ სამკაულ-სათამაშოს თან ვატან
ჩემს ოცნებებს,
სულ სათითაოდ გადარჩეულს,
როგორც ლოცვას კრიალოსანზე;
ნაძვის ხეც სიხარულით და სიყვარულით ირთავს თავს
მარწყვით,
რომელსაც იანვარში მხოლოდ დედაბერი თუ ინატრებს,
ფისუნია კატით,
რომელიც, თხარა, თხარა და ძლივს გამოთხარა
ჩემმა თაგუნამ,
ხუჭუჭა ბატკნით,
რომ ილოცება, რომელი მგელიც მე არ შემჭამს,
დაე დიდხანს იცოცხლოსო,
ოქროსფერ გირჩებით,
ყინულის ლოლუებით,
სიმინდის აბრეშუმისქოჩრიანი ტაროებით,
თოჯინებით,
დათვით და ჩიტით...
ქვეყნად უფრო მშვენიერ საშობაო ნაძვის ხეს
ვერსად იპოვით!
მამა ადამი