აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

     2013 წლის 12 სექტემბერს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტსა და საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. დოკუმენტს ხელი მოაწერა საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ და საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა არქიმანდრიტი ადამმა (ვახტანგ ახალაძემ) .

     მემორანდუმის ფარგლებში ეროვნული ბიბლიოთეკა სთავაზობს სასწავლო უნივერსიტეტს უსასყიდლოდ ისარგებლოს საგამოფენო და საკონფერენციო დარბაზებით და ასევე ბიბლიოთეკათშორისი მომსახურეობის აბონემენტით; უნივერსიტეტი და ბიბლიოთეკა განახორციელებს და მოაწყობს ერთობლივ სამეცნიერო კვლევებს, კონფერენციებსა და დისკუსიებს; სასწავლო უნივერსიტეტი მოუმზადებს ეროვნულ ბიბლიოთეკას საკუთარ გამოცემათა ბიბლიოგრაფიას და წიგნებსაც გადასცემს.

Created by Joomla.ge