ლიტერატურულ-მუსიკალური პერფორმანსი „უსასრულობა“
2013 წლის 12 თებერვალს უნივერსიტეტის საკონცერტო დარბაზში გაიმართა ლიტერატურულ-მუსიკალური პერფორმანსი „უსასრულობა“. საღამო ჩატარდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის მიერ გამოცხადებული წმიდა თამარ მეფის წლის აღსანიშნავად. ორგანიზატორები: საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტი და ხელოვნების აკადემია.
ღონისძიებას ესწრებოდნენ თიანეთისა და ფშავ–ხევსურეთის მიტროპოლიტი თადეოზი, რუსთავისა და მარნეულის მიტროპოლიტი იოანე, არქიმანდრიტი ანტონ გულიაშვილი, შინდისის წმ. თამარ მეფის სახელობის დედათა მონასტრის იღუმენია თამარი დებითურთ, სხვა სასულიერო პირები, ცნობილი მწერლები, მუსიკოსები, სტუდენტი–ახალგაზრდობა, საზოგადოების ფართო ფენის წარმომადგენელნი.
საზოგადოებას წარედგინა უნივერსიტეტის რექტორის, არქიმანდრიტ ადამ ახალაძის პოეტური და პროზაული ტექსტები და კლასიკური მუსიკა პიანისტ ვალერიან შიუკაშვილის შესრულებით. გაჟღერდა ბახის, მოცარტის, სკარლატის, ბეთჰოვენის, ბრამსის, შოპენის, ლაღიძის, დოლიძის ნაწარმოებები.