უცხოური პრესის ფურცლებზე
ნიუ იორკში გამოვიდა საქართველოს ებრაელების თემის გაზეთ „დავითის ფარის“ მორიგი ნომერი. მასში დაიბეჭდა ჩვენი უნივერსიტეტის საქმისწარმოებისა და ინფორმაციული უზრუნველყოფის სამსახურის კურატორის, ირინე ბიბილეიშვილის ინტერვიუები, ებრაული თემის თვალსაჩინო წარმომადგენლებთან: საპატიო თბილისელთან – ქალბატონ ზაირა დავარაშვილთან, საქართველოს მწერალთა კავშირის საპატიო წევრებთან და კულტურის დესპანებთან – ბატონ რობერტ ადარ აჯიაშვილსა და ნუგზარ ჯანაშვილთან.