აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

„მაგნოლიებიან ზღვისპირა ქალაქში“

1

ქალაქ ბათუმის მერიის მხარდაჭერით საზოგადოება „ფესვები XXI“-ისა და საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის თაოსნობით ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრში გაიმართა მამა ადამის (ვახტანგ ახალაძის) ახალი ლიტერატურულ-მუსიკალური პერფორმანსი „მაგნოლიებიან ზღვისპირა ქალაქში“.

პერფორმანსს საფუძვლად დაედო მამა ადამის ლიტერატურული ტექსტები, რომლებიც ბათუმისადმია მიძღვნილი: „ბათუმი.ბავშვობა. სოხუმის ქუჩა“, „წვიმიანი ლექსი“, „ვითომ ჩიტი-გვრიტი იყო“, „ჩემი ბოცორია“, „ოთხი ნიჟარა“, „ზღვის წვიმით დაცვარული თოთო ყლორტები“, „იქ და აქ“, „კინოპრემიერა“, “როგორც მტკვრის ერთ წვეთს“, „დამაბრუნეთ, ბავშვობაში დამაბრუნეთ“... 

მამა ადამთან ერთად წარმოდგენაში მონაწილეობდნენ: მაკა შალიკაშვილი, თამაზ ნიკოლაიშვილი (კონცერტმაისტერი), მარიტა ცეცხლაძე (ვოკალი), სულხან დევაძე (ვოკალი), სოსო პაპიძე (ფორტეპიანო), ვაჟთა ვოკალური ანსამბლი „ბათუმი“.

2

Created by Joomla.ge