ხელოვანის გზა. მოქანდაკე გივი აფხაიძე
11 მაისს უნივერსიტეტის მეშვიდე აუდიტორიაში გაიმართა ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის, ლინგვისტის, გერმანისტის ქალბატონ ნათელა აფხაიძის საჯარო ლექცია თემაზე „ხელოვანის გზა. მოქანდაკე გივი აფხაიძე“.
ლექციას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.
დამსწრე საზოგადოებას მიესალმა უნივერსიტეტის რექტორი, არქიმანდრიტი ადამი. მან ისაუბრა ინტელექტუალური და კულტურული მემკვიდრეობის, როგორც ეროვნული სიმდიდრის, მოვლისა და პოლულარიზაციის პრობლემებზე და აუდიტორიას წარუდგინა სტუმარი ქალბატონი ნათელა აფხაიძე.
ქალბატონმა ნათელამ ისაუბრა ცნობილი მოქანდაკის გივი აფხაიძის შესახებ. ფართოდ წარმოადგინა მისი ბიოგრაფია, შემოქმედება, მიღწევები: ჯილდოები და საკავშირო აღიარებები. გვიამბო ხელოვანის ზოგიერთი ნამუშევრის შექმნის ისტორია, როგორებიცაა: „ვეფხი და მოყმე“, „შინმოუსვლელთა მემორიალი“, „მეტალურგი“, „მეჩაიე“, „ველომრბოლელები“ და სხვა. ისაუბრა მოქანდაკის შემოქმედებით ხელწერაზე – ბრინჯაოს, ჭედურობის, გრაფიკის, სკულპტურული პორტრეტებისა და სხვა სახასიათო ნამუშევრების შექმნის თავისებურებებზე.
ნაჩვენები იქნა დოკუმენტური ფილმი მოქანდაკე გივი აფხაიძის შესახებ „ტრაგიკული სულის გამონათება“.
შეხვედრის დასასრულს მომხსენებელმა უპასუხა დამსწრეთა მრავალრიცხოვან შეკითხვებს.