მოულოდნელი სიხარული ნიუ იორკიდან
ამერიკაში მოღვაწე არაჩვეულებრივმა მხატვარმა, ჩვენი უნივერსიტეტის მეგობარმა, ქალბატონმა ცისანა ჯანაშვილმა დიდი და მოულოდნელი სიხარულით სავსე წერილი გამოგვიგზავნა:
მე ახლახანს დავასრულე კიდევ ერთი ნამუშევარი...
შიმონ პერესის პორტრეტი საჩუქრად გადაეცემა საქართველოს საპატრიარქოს, წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტს, რომელშიც ორი წლის წინ არა მარტო საქართველოში, მსოფლიოში პირველად გაიხსნა შიმონ პერესის სახელობის აუდიტორია.
დიდი მადლობა მამა ადამს!
მან მიბიძგა ამ დიდი ადამიანის პორტრეტის შექმნისაკენ, რამაც განსაკუთრებული ემოცია გამოიწვია ჩემში და უდიდესი სიყვარულითა და პატივისცემით ვხატე.
ამიერიდან ეს პორტრეტი სამუდამო ბინას დაიდებს ჩემს სამშობლოში, საქართველოში.
უდიდესი პატივისცემით
ცისანა ჯანაშვილი
2018 წელი
ნიუ-იორკი