11 დეკემბერს უნივერსიტეტის რექტორმა არქიმანდრიტმა ადამმა მონაწილეობა მიიღო კონრად ადენაუერის ფონდის მიერ გამართულ კონფერენციაში - „სტრატეგია მშვიდობისათვის - რეგიონული ინტეგრაციის პერსპექტივები სამხრეთ კავკასიაში“. მამა ადამმა კონფერენციის მონაწილეების წინაშე წაიკითხა მოხსენება – „ცივილიზაციისა და პოლიტიკის ანთროპოლოგიზაციისათვის“.