აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

შთაბეჭდილებებით შაორის „მომავლის ბანაკიდან“ 

shaori

შაორის „მომავლის ბანაკი“ პირველი სტუდენტური მასშტაბური ბანაკია საქართველოში, სადაც უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ ჩართულიყვნენ სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო, შემეცნებით, სპორტულ და მოხალისეობრივ აქტივობებში.

ბანაკში ისვენებდნენ თამარ მეფის უნივერსიტეტის სტუდენტებიც, რომლებიც უკვე თბილისში დაბრუნდნენ: ხელოვნების, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან პირველკურსელები ნინო გუგუნაშვილი და ანა იჩქიტიძე, ხოლო ბიოსამედიცინო და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და ჯანდაცვის ფაკულტეტიდან -  პირველკურსელი  ხატია ტაბუცაძე და მეორეკურსელი ანა გლოველი.

გთავაზობთ მათ შთაბეჭდილებებს:

ანა გლოველი:

„ძალიან კმაყოფილი დავბრუნდი. კარგადაც დავისვენე. მადლობა ჩემს მშობლიურ უნივერსიტეტს, რომელმაც ნდობა გამომიცხადა, წარმომედგინა იგი შაორის „მომავლის ბანაკში“, სადაც უამრავი მეგობარი შევიძინე. ბანაკში გატარებულმა დღეებმა ბევრ რამეზე დამაფიქრა, გამოცდილება შემძინა და გადამაწყვეტინა, რომ ცხოვრებაში თითოეულ ჩვენგანს უფრო აქტიური პოზიცია უნდა ჰქონდეს“.

ნინო გუგუნაშვილი:

„ბანაკში დასვენებასთან ერთად ყოველდღიურად ტრეინინგები გვიტარდებოდა საინტერესო საკთხებზე, რაც შეიძლება ცხოვრებაში გამოვიყენოთ. მართლაც საინტერესო იყო შაორში გატარებული ყოველი დღე, რადგან დაგეგმილი იყო მთელი დრო ბოლო წუთამდე. ჩართული ვიყავი სპორტულ აქტივობებში, ფილმების გადაღებაში, მასობრივ თამაშობებში... მოხარული ვიქნები, თუ კიდევ მექნება შესაძლებლობა, მონაწილეობა მივიღო მსგავს პროექტში“. 

shaori

shaori

shaori

shaori

shaori

Created by Joomla.ge