აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

უნივერსიტეტის რექტორი, ადმინისტრაცია, თანამშრომლები, 
პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები იუწყებიან, რომ 
გარდაიცვალა ჩვენი უნივერსიტეტის თანამშრომელი

გიორგი (გოგა) ჩაჩუა

ა სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახსა და ნათესავებს.

გოგამ 1984 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი და სწავლა განაგრძო მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის ინსტიტუტის კლინიკურ ორდინატურაში ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგიის განხრით. 

გოგა ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს დაოჯახდა. ამჟამად ორი შვილიშვილი ჰყავს. რამდენიმე წლის წინ იგი დაბრუნდა თბილისში, გახდა ჩვენი უნივერსიტეტის თანამშრომელი და იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის სტიქაროსანი.

გულისხმიერებით, შრომისმოყვარეობით, სიყვარულითა და სიკეთით გამორჩეული მეგობარი, კოლეგა და მოქალაქე – ასეთად დარჩება გიორგი ჩაჩუა ჩვენს გულებში. 

Created by Joomla.ge