აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

ა ნ ო ნ ს ი

2020 წლის 10 ოქტომბერს წმინდა თამარ მეფის უნივერსიტეტის მენტალური და ფსიქოკორექციის ცენტრის, საქართველოს სუიციდის პრევენციის ასოციაციის, ქართველ ფსიქოლოგთა საერთაშორისო სკოლის, წმინდა რაჟდენის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის, საქართველოს პედაგოგთა კავშირის, პროფესიული ბედნიერების აკადემიის, საუნივერსიტეტო ფსიქოლოგიის საერთაშორისო ორგანიზაციის, გივი ქირიას სახელობის ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის ასოციაციის თანამომაწილეობით ჩატარდება მენტალური ჯანმრთელობის საერთაშორსიო დღისადმი მიძღვნილი ეროვნული სამეცნიერო ZOOM- კონფერენცია.

კონფერენციის მთავარი მიზანია -  საქართველოს სუიციდის პრევენციის ეროვნული სტრატეგიის  და ეროვნული მოქმედების პროგრამის შექმნა. 

კონფერენცია დაიწყება 16.00 საათზე.

მსურველებს გთხოვთ დაუკავშირდეთ კონფერენციის ორგანიზატორს- ალექსანდრე რუსეცკის - 555 122375

Created by Joomla.ge