საერთაშორისო სამეცნიერო კვირეული გაიხსნა
დილით, 9 საათზე ევროპის დროით, ფრაიბურგში (გერმანია) Alfaview პლატფორმაზე გაიხსნა მესამე საერთაშორისო სამეცნიერო ონლაინ კვირეული "Science in Motion".
კვირეულის მონაწილეებს მისასალმებილი სიტყვით მიმართა ფრაიბურგის გამოყენებითი მეცნიერებების კათოლიკური უნივერსიტეტის რექტორმა ქალბატონმა სტეფანია ბიოლენმა.
სიტყვით გამოვიდნენ უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახურის ხელმძღვანელი დოქტორი ნაომი ჰიროე-ჰემბინგი და საერთაშორისო საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენელი დოქტორი ფლორიან კიუპისი.
მსოფლიოს ხალხთა ფოლკლორის ვოკალური ნიმუშები შეასრულა უნივერსიტეტის გუნდმა.