სიმპოზიუმი კიევში ფსიქოლოგთა როლიშ შესახებ მოსახლეობის რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვაში
კიევში გაიმართა პირველი საერთაშორისო სამეცნიერო–პრაქტიკული კონფერენცია „ექიმ-ფსიქოლოგთა როლი მოსახლეობის რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვაში“.
კონფერენციის თანაორგანიზატორი გახლდათ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტი.
კონფერნციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა, არქიმანდრიტმა ადამ ახალაძემ. მან პლენარულ სხდომაზე Skype-პროგრამული უზრუნველყოფით წაიკითხა მოხსენება თემაზე „ფსიქოლოგიური მხარდაჭერის აუცილებლობა რეპროდუქციულ ასაკში და მის მიღმა“.
აუდიტორიამ არა ერთი საინტერესო შეკითხვა დაუსვა მომხსენებელს.
თანამშრომლობა კიეველ კოლეგებთან კვლავაც გაგრძელდება.