აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

ხელოვნების აკადემიის პრემია


     2013 წლის 1 მარტს ხელოვნების აკადემიის რექტორმა ბატონმა ვალერიან შიუკაშვილმა საერთაშორისო პრემია „ოქროს ART-ი“ გადასცა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის რექტორს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, სრულ პროფესორს, არქიმანდრიტ ადამს - ვახტანგ ახალაძეს პოეტური კრებულისათვის „მარადისობის მონატრება შებინდებისას“.

news 1.03.2013 (1)

     საერთაშორისო პრემია „ოქროს ART-ი“ ხელოვნების აკადემიამ (საქართველო) 2011 წელს დააარსა. იგი გადაეცემა როგორც ცალკეულ პიროვნებას, ასევე პიროვნებათა ჯგუფს ან ორგანიზაციას საქართველოში ხელოვნების, ლიტერატურისა და კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.

     პრემია „ოქროს ART-ის” ლაურეატების გამოვლენა ხდება ხელოვნების აკადემიის მიერ შექმნილი სპეციალური ჟიურის მიერ, რომლის შემადგენლობაში ამ პრემიის ლაურეატებიც შედიან.

     ლაურეატს გადაეცემა ლაურეატის დიპლომი და სპეციალური პრიზი.

     დღემდე ამ პრემიის ლაურეატები გახდნენ: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, მწერალი გურამ დოჩანაშვილი, პიანისტი ირა ხერჟი, პოლონეთის შოპენის სახელობისა და ესტონეთის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალები, ბარსელონის სამეფო აკადემია, გოეთეს უნივერსიტეტი (ფრანკფურტი, გერმანია), პეტერბურგის საერთაშორისო ფესტივალი „საშობაო მუსიკალური შეხვედრები“, კომპანიები IM GLOBAL, Beeline, OUTDOOR.GE, რადიო „მუზა“ და სხვ.

Created by Joomla.ge