აირჩიეთ ენა

აირჩიეთ ენა

თამარ მეფის უნივერსიტეტი DAAD-ის ტრანსნაციონალური და ინტერდისციპლინური უნივერსიტეტთაშორისი პროექტის მონაწილე გახდება

უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა არქიმანდრიტმა ადამ ვახტანგ ახალაძემ მონაწილეობა მიიღო DAAD-ის აღმოსავლეთ პარტნიორობის 2021–2023 წლების პროგრამის – „საზოგადოებრივი და მიგრაციული მზრუნველობა“ – ტრანსნაციონალური და დისციპლინათშორისი პროექტის მოსამზადებელ შეხვედრაში, რომელიც მოეწყო ფრაიბურგის გამოყენებითი მეცნიერებების კათოლიკური უნივერსიტეტის (KH-Freiburg) თაოსნობით. ქართულ მხარეს წარმოადგენდნენ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის, ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო, სახელმწიფო სამედიცინო და სულხან საბას უნივერსიტეტები.

zoom

პროექტი წარმოადგინეს ფრაიბურგის უნივერსიტეტის საერთაშორისო ოფისის ხელმძღვანელმა ნაომი ჰიროე–ჰელბინგმა და პროფესორმა, დოქტორმა ანნა კელნერმა.  

ახალი ტრანსნაციონალური და დისციპლინათშორისი პროექტის არსობრივად ძირითადი და წინარე პროექტებთან გამაერთიანებელი ელემენტი გახდა „მზრუნველობა (CARE)”, გათვალისწინებულ იქნა რა აღმოსავლეთ პარტნიორობის საკმაოდ ხანგრძლივი უკრაინული პროექტები და საქართველოში განხორციელებული DAAD-PAGEL პროექტის მდიდარ გამოცდილება.    

მოცემული პროექტი მიმართულია იმისკენ, რომ ხელი შეუწყოს ერთობლივი სწავლებისა და სწავლის კონცეფციის განვითარებას უნივერსიტეტთაშორის ტესტირებაზე დაყრდნობით. კვლევაზე დაფუძნებული სწავლების საუნივერსიტეტო დიდაქტიკური კონცეფცია, რომელიც უკვე მრავალი წლის განმავლობაში ხორციელდება ფრაიბურგის კათოლიკურ უნივერსიტეტში (KH-Freiburg), ამჯერად შეიძენს ტრანსნაციონალური სასწავლო–კვლევითი პროექტის ფორმას. 

პირველი, გაცნობითი ფაზის შემდეგ, რომლის განმავლობაშიაც მონაწილე უნივერსიტეტების მასწავლებლები და სტუდენტები ერთმანეთს ხვდებიან და აცნობენ ამა თუ იმ ქვეყანაში არსებულ ვითრებას, დაიწყება და ჩატარდება ტრანსნაციონალური სწავლების კვლევითი პროექტი (მეორე ფაზა).

ამ პროექტის შედეგები სტუდენტთა მიერ წარმოდგენილი იქნება 2023 წლის საერთაშორისო სამეცნიერო კვირეულზე ფრაიბურგში. სწორედ ეს შედეგები დაუდებს სათავეს სწავლების სფეროში სამომავლო თანამშრომლობასა და შემდგომ ტრანსნაციონალურ და ინტერდისციპლინურ კვლევით პროექტებს.

მომავალი შეხვედრა მარტში გაიმართება.

Created by Joomla.ge