ტრენინგი თემაზე: ციფრული ტექნოლოგიები და დისტანციური სწავლება
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის უნივერსიტეტში 5–6 ოქტომბერს ჩატარდა ტრენინგი თემაზე: ციფრული ტექნოლოგიები და დისტანციური სწავლება.
ტრენინგს უძღვებოდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენერ–კონსულტანტი ნინო კაჟაშვილი. სწავლებას დაესწრნენ უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და მოწვეული პედაგოგები.
სამუშაო საკითხები:
https://zoom.us/ - ონლაინ პლატფორმა დისტანციური სწავლებისთვის
- პარამეტრების მომართვა (ონლაინ)
- ზუმის ინტერფეისის მიმოხილვა
- შეხვედრის შექმნა, რედაქტირება, შეხვედრის შესახებ ინფორმაცია
- ეკრანის გაზიარება
- დაფის გამოყენება
- გამოკითხვების წარმოება
- ჯგუფების შექმნა და მართვა (დემონსტრირება)
https://padlet.com/ - ინტერაქტიული დაფა
- დაფის შექმნა
- დაფის ტიპები
- პოსტების განთავსება
- სურათების, ვიდეოების, ბმულების ჩაშენება
- კავშირების შექმნა პოსტებს შორის
- დაფის დიზაინი და ძირითადი პარამეტრები
https://kahoot.com/ - ინტერაქტიული კითხვები/თამაში
- თამაშის შექმნა
- თამაშის გამოყენება
- თამაშის რედაქტირება
google forms - ტესტების მომზადება
- შეკითხვის ტიპების მიმოხილვა
- კითხვარის შედგენა
- ტესტების შედგენა
- ფორმის დიზაინი
- პასუხების ნახვა - ინდივიდუალური, ჯამური
- პასუხების რეპორტი