სამადლობელი ისრაელელი მეგობრებისგან
5 მაისს ისრაელში მოღვაწე საქართველოდან ასულ ებრაელთა ასოციაციამ – „ნერგი“ თამარ მეფის უნივერსიტეტის საქმისწარმოებისა და ინფორმაციული უზრუნველყოფის სამსახურის კურატორი, ირინე ბიბილეიშვილი ქართულ–ებრაულ ურთერთობებში შეტანილი სასიკეთო წვლილისათვის სამადლობელი სიგელით დააჯილოვა.
ასოციაციის სახელით ქალბატონ ირინეს სიგელი გადასცა ასოციაციის პრეზიდენტმა, ხელოვნების დამსახურებულმა მოღვაწემ, საქართველოს ღირსების ორდენის კავალერმა და „საქართველოს ქორეოგრაფიის რაინდმა“, არაერთი ორგანიზაციის წევრმა და ჯილდოს მფლობელმა, ბატონმა შოთა წვენიაშვილმა. ბატონი შოთა გახლავთ ორი სამშობლოს – საქართველოს და ისრაელის ღირსეული შვილი, რომელმაც თავისი პროფესიული და მუხლჩაუხრელი შრომით დიდი ღვაწლი დასდო ქართული კულტურის პოპულარიზაციას ორივე ქვეყანაში.