განიხილეს საექთნო საქმის, ავადმყოფთა შინმოვლისა და პროექტ PAGEL-ის პრობლემები
თამარ მეფის უნივერსიტეტის რექტორის კაბინეტში გაიმართა შეხვედრა, რომელზედაც განიზილეს საქართველოში საექთნო საქმის, ავადმყოფთა შინმოვლის განვითარების პრობლემები და პროექტ PAGEL-ის საორგანიზაციო საკითხები.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ: რექტორი მამა ადამი, პროფესორი კორნელია კილხერდორფი, დოქტორი ნაომი ჰიროე და კანცლერი ნატო ასათიანი.
მხარეები შეთანხმდნენ ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე, სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტსა და DAAD–თან თანამშრომლობაზე.
გამოითქვა მოსაზრებები საქართველოს პარლამენტის შესაბამისი კომიტეტების, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა და მეცნიერებისა და განათლების სამინისტროების შესაბამისი სტრუქტურების მიმდინარე პროექტში ჩართვის გარდაუვალობაზე.
მხარეებმა დაიწყეს მუშაობა სოციალურ მუშაობასა და საექთნო საქმეში ერთობლივი საუნივერსიტეტთაშორისო პროგრამების შემუშავებაზე.