მამა ადამის ლიტერატურულ საღამოს ქართულმა უნივერსიტეტმა უმასპინძლა
4 აპრილს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულმა უნივერსიტეტმა და მისმა რექტორმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ უმასპინძლეს საქართველოს საპატრიარქოს წმ. თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის რექტორს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, არქიმანდრიტ ადამ ახალაძეს.
17 საათსა და 30 წუთზე ქართული უნივერსიტეტის წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის სხდომათა დარბაზში დაიწყო მამა ადამის ლიტერატურული საღამო და წიგნის "იმიტომ რომ სახლია შენის" წარდგინება.
ღონისძიება შესავალი სიტყვით გახსნა ქართული უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ. ბატონმა სერგომ მიმოიხილა მამა ადამის ცხოვრებისა და სასულიერო და საზოგადო მოღვაწეობის უმნიშვნელოვანი ფაქტები, სასულიერო ცხოვრების 15 წლისთავი მიულოცა და სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.
მამა ადამის ახალ წიგნსა და მის შემოქმედებაზე ისაუბრეს მაკა ჯოხაძემ, მარინე ტურავამ, სალომე კაპანაძემ, ქეთევან შენგელიამ, ჯამლეტ ხუხაშვილმა, ლევან ბებურიშვილმა, ქეთევან დოლიძემ.
ფრაგმენტები მამა ადამის პროზაული ტექსტებიდან წაიკითხეს მსახიობებმა მაკა შალიკაშვილმა და ვახტანგ ახალაძემ და ავად ავტორმა.
დასასრულ სიტყვა წარმოთქვა მამა ადამმა.