ბავშვთა ჯანმრთელობა - ინვესტიცია მომავალში
დღეს თამარ მეფის უნივერსიტეტი ევროპის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიასთან (ჰანოვერი, გერმანია), უკრაინის გრიგორი კოსტიუკის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტთან, არაბეთის ექიმთა ასოციაციათან, მიხაილო პტუხას სახელობის დემოგრაფიისა და სოციალური კვლევების ინსიტუტთან, უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური და სასამართლო ფსიქიატრიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად კიევში გამართული კიდევ ერთი საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმის მონაწილე გახდა. ბავშვთა დაცვის საერთშორისო დღესთან დაკავშირებით ჩატარდა მეორე საერთშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „ბავშვთა ჯანმრთელობა - ინვესტიცია მომავალში“.
პლენარულ სხდომაზე მოხსენებით წარსდგა ჩვენი უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი არქიმანდრიტი ადამ ახალაძე. მოხსენების თემა გახლდათ „ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობის დაცვისა და კეთილდღეობის პრობლემები და თანამედროვე კაცობრიობის ბიოეთიკური სტატუსი“.
კონფერენცია ერთდროულად მიმდინარეობდა როგორც ონლაინ, ასევე ოფლაინ რეჟიმში.